ფერმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება
28-12-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია, რომელშიც მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლაში, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, საშობაო სიმღერები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებაზე დიდი ჟრიამული იყო, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიცვა.

ეს დღე ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეთა გარდა, ასევე პედკოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ასეთი აქტიური ჩართულობისთვის სკოლის დირექტორი  შახალ ისმაილოვი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის და ბედნიერ შობა-ახლა წელს უსურვებს.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203