„ოქროს შემოდგომა“ ღადოლარის საჯარო სკოლაში
27-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ პროექტი.

ამჯერად, II და IV კლასების მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ ჩაატარეს. ისინი აქტივობებში, პედაგოგ გაიანე აკოპიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, შემოდგომის ფოთლებითა და ნობათით იყო გაფორმებული. ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203