გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
22-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო, მამოტივირებელი პროექტითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი, სასკოლო საზოგადოებამ წელიწადის ოქროსფერ დროს ღონისძებები მიუძღვნა. თემატური და სახალისო აქტივობები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გამართეს. 

ხელოვნებაში, მასწავლებლ არმინე აბელიანის ხელმძღვანელობით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს. მე-6 კლასის მოსწავლებმა კი, საგან ქართული ენის ფარგლებში, ხილის მოსავალზე ისაუბრეს, მათ მასწავლებელი ვ.აკოპიანი უძღვებოდა. მე-5 კლასის მოსწავლეების თემა კი ქართული ნუგბარი, გოზინაყი იყო. მათ აქტივობები ქართულ ენაში პედაგოგ ვ.აკოპიანის ხელმძღვანელობით შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203