ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
17-11-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს. 

ისინი აქტივობაში განსაკუთრებული ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესოდ ისაუბრეს, დისკუსია გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, ტოლერანტობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203