საჯავახოს საჯარო სკოლის 4 მოსწავლე „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
01-11-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლის 4 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩაერთო.

კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ნინო შანიძე - VIII კლასი;
  • ბარბარე კალანდაძე - VIII კლასი;
  • ლუკა თევზაძე - IX კლასი;
  • საბა გაგუა - IX კლასი.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203