მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღნიშნეს
01-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს, როგორიც მასწავლებლის ეროვნული დღეა. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

მათ საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება პედაგოგების ღვაწლსა და შრომას აფასებს.

„ირემო, ბარში ჩამოვარდილო, თუ მოგეწევა ჟამთა ისარი, აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი, როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი“, - ეს ფრაზა გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ის დატვირთული იყო როგორც შემეცნებითი, ასევე სახალისო აქტივობებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203