„მასწავლებელი იმსახურებს, რომ წელიწადში ერთი დღე იყოს გამორჩეული“ - მინისტრი
27-10-2023

დღეს, 27 ოქტომბერს, განათლების მინისტრი 10 გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს დააჯილდოვებს - თითოეულ მათგანს 10 ათასი ლარი და სამკერდე ნიშანი გადაეცემა. რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგებს, ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა, თუმცა ღონისძიებამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კიდევ ერთხელ განმარტა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი:

12 კრიტერიუმი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილმა მასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს

„ეს კრიტერიუმი შეიძლება იყოს განსაკუთრებული ზრუნვა ბავშვებზე; ასევე მასწავლებელი, რომელიც მეგობრობს მოსწავლეებთან, პედაგოგი, რომელმაც შეცვალა სასკოლო კულტურა...

რისთვის დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე? - ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის, მასწავლებლების კიდევ უფრო დაფასებისთვის, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ამ პროფესიას და მადლობლები ვართ მათი თავდაუზოგავი შრომისთვის! მასწავლებელი იმსახურებს, რომ წელიწადში ერთი დღე იყოს გამორჩეული“.

როგორ შეარჩევენ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებსაც 10 ათას ლარს გადასცემენ? - კითხვას თამარ მახარაშვილი პასუხობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203