მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
27-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდა. 

ღირსეული გამარჯვება მე-7 კლასის მოსწავლეთა გუნდმა „არწივები“ მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203