როდის ჩაირთვება სკოლებში გათბობა?!
25-10-2023
ტემპერატურის კლებასთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის საკითხი აქტუალური თემა ხდება როგორც მშობლებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. როდის ჩაირთვება გათბობა? - ამ მარადიულ კითხვაზე პასუხი თითქმის ყველა მშობელს აწუხებს, ყოველ შემთხვევაში იქამადე მაინც, სანამ სკოლაში აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება. 

როგორც ცნობილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობის ჩართვის შესახებ ერთიანი რეგულაცია არ არსებობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკოლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებლად იღებს. რაც თავის მხრივ გარემოპირობებსა და ამინდის ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაღალმთიანი სოფლის სკოლების უმეტესობაში უკვე დაიწყეს შენობის გათბობა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ დღემდე სკოლების ნაწილი შეშის ღუმლის საშუალებით თბება - 436 საჯარო სკოლაში შეშის ღუმელი დგას - ზამთარში მასწავლებლები და მოსწავლეები საწვავი ბრიკეტებით გათბებიან 

ამასთან, სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი მშობლის უკმაყოფილო კომენტარს შეხვდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ტემპერატურის კლების მიუხედავად, შენობაში გათბობა ამ დრომდე არ არის ჩართული და მოსწავლეებს ცივ საკლასო ოთახებში უწევთ დღის უმეტესი ნაწილის გატარება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით ძირითადად 2 თარიღი ფიგურირებს... ზოგადსაგანმანატლებლო დაწესებულებების ნაწილში გათბობის ჩართვა 1 ნოემბრიდან, ნაწილში კი - 15 ნოემბრიდან იგეგმება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203