„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა სიახლეების რეგულარულად გაცნობა, მუდმივად რიტმში ყოფნა“- შახალ ისმაილოვი, ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი
17-10-2023

შახალ ისმაილოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული დირექტორია. ის მუდამ ცდილობს იზრუნოს, როგორც პიროვნულ, ასევე სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და განვითარებაზე. არ უშინდება სიახლეებს, მიისწრაფის წარმატებისკენ, მთელი მონდომებით ცდილობს განათლებული თაობების აღზრდას და ხელს უწყობს არაქართულენოვანი მოსწავლეები სრულფასოვნად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში  - ამ შემართებითა და თვისებებით კი უკვე წლებია საამაყოდ ხელმძღვანელობს სკოლას. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ შახალ ისმაილოვთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- უფრო წარმატებული და შინაარსიანი სასწავლო წელი იქნება.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- მრავალი წარმატებული და ჩამოყალიბებული ახალგაზრდა.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- თვითონ გიყვარდეს და საფუძვლიანად ფლობდე საგანს.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- იყვნენ ყურადღებიანი, დაკვირვებულნი და მონდომებულები.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- პროფესიული განათლების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს არაქართულენოვანი მოსწავლეების პროფესიებით დაინტერესებას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- ამდენი ხანი შემოვრჩებოდი სკოლას.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- სიახლეების რეგულარულად გაცნობა და მუდმივად ცხოვრების რიტმში ყოფნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203