ქისტაურის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა 
13-10-2023
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი თემურ ლეჟავას, ნიკა მაილაშვილს და გიორგი მოსიაშვილს გადაეცათ.

სკოლა ულოცავს მათ მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203