გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ
11-10-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის ზრუნავენ. ახალი სასწავლო წლის დაწყებაც მათთვის სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა დაუვიწყარი გახადეს და ბავშვებს საზეიმო ვითარებაში, დიდი სიხარულით შეხვდნენ.

მათ სკოლის შენობა სადღესასწაულოდ მორთეს. მოსწავლეებს საკლასო ოთახები ბუშტებითა და დეკორაციებით დახვდათ მოკაზმული, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

მოსწავლეებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სასწავლო პროცესში შემართებით ჩაერთნენ.

სკოლის დირექტორმა - ლია კაპანაძემ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სწავლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203