კლდის საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა
10-10-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის ეზო განახლდა და გალამაზდა.

ეზოს რეაბილიტაცია, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, დიდი შრომის შედეგად მცირე დროში დასრულდა. პროექტი, პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ მე-7 ფაზის ფარგლებში განხორციელდა. 

აღნიშნული პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა (ბრიტანული მრავალეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია) და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTS/SCP).

თანამშრომლობისთვის სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანს, რომელსაც აღნიშნულ საქმეში წვლილი მიუძღვის.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროგრამის დირექტორებს, ხელმძღვანელებს თემის მობილიზატორს, ბატონ ზურაბ იოანიძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს, სოფლის თემის ხელმძღვანელს ბატონ გურამი წიქარიშვილს, სოფლის თემის წევრებსა და პროექტის უშუალო შემსრულებლებს: გიორგი ზუმბაძეს, გეგა კურტანიძეს, ბექა ბლუაშვილს, მირიან ნათენაძეს, გურამი ნოზაძეს, სპარტაკი კაპანაძეს, ზაზა პაქსაშვილს, ყველა ჩემ თანამშრომელს, მერის წარმომადგენელს კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბატონ დავით პაუაშვილს და თემის მოსახლეობას დახმარებისა და გვერდით დგომისთვის. ვიმედოვნებ შევძლებთ კიდევ ერთი ასეთი პროექტის მოპოვებას და ეზოს სრულ რეაბილიტაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში დიდი მონდომებით ცდილობენ, მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემო შექმნან და ბავშვებს სწავლის მოტივაცია აუმაღლონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203