„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“ - კრწანისის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-10-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე გაიხსენეს.

სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის წევრების ხელმძღვანელობით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ღონისძიება: „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“ მოაწყვეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ტრაგედია, წაიკითხეს „აფხაზი გოგონას დღიური“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობა მომავალი თაობისათვის, პატივის მიგება ომში დაღუპული გმირებისათვის, მათი გმირობისა და ღვაწლის არ დავიწყება.

„ღონისძიება პოზიტიურ ნოტაზე დავასრულეთ სიტყვებით: „ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით... იქნება დილა ან შუადღე, დღე- ნათელი, ცა-უღრუბლო, ზღვა-ულურჯესი, წყნარი, მოალერსე. ჩვენ დაგვხვდება ომამდელი სოხუმი და გვკითხავს

- როგორ გრძნობ თავს?

- დიდებულად!

ჩვენ სოხუმში გემით დავბრუნდებით!“ , - გვიყვებიან სკოლაში.

30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203