ტყემლოვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - გოგა ჩინჩალაძე და ნათია ჩინჩალაძე უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხნენ
08-09-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს 4-მა მოსწავლემ დაამთავრა. აქედან ორმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

გოგა ჩინჩალაძე სწავლას გააგრძელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე.

ნათია ჩინჩალაძე კი ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ. 

„მშობლიური სკოლა წარმატებას უსურვებს ნათიას და გოგას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203