ბათუმის ბაღები ბავშვებს სკოლაში „პირველკლასელთა აკადემიის“ თანხლებით აცილებენ - უნიკალური სახელმძღვანელო პატარებს საჩუქრად გადაეცემათ
07-07-2023

ბაღებში, სააღმზრდელო წლის დასრულება ყოველთვის ემოციურია, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც სექტემბრიდან ახალი ცხოვრება იწყება - სკოლის მოსწავლე ხდება და ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ერთგული მეგობარი“, რომელიც დაეხმარება, ამაყად შეაბიჯოს ცოდნის ტაძარში.

3000-მდე აღსაზრდელს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადაეცა - ბათუმში გრანდიოზული ღონსიძიება ჩატარდა

ასეთი „მეგობარი“ მომავალი მოსწავლეებისთვის „პირველკლასელთა აკადემიაა“, რომელიც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა; ეს უნიკალური წიგნი-რვეული უკვე არაერთი წელია პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესულებს უპირობოდ დასჭირდებათ.

აქედან გამომდინარე, საბავშვო ბაღის გამოსაშვები ღონისძიებები უკვე წარმოუდგენელი გახდა ამ ძვირფასი საჩუქრის გარეშე, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დასრულებისას, მომავალ პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცემათ

ამ მხრივ გამონაკლისი არც ბათუმის ბაღები აღმოჩნდა და გაერთიანების დირექტორმა, დავით დიასამიძე „პირველკლასელთა აკადემიას“ სააღმზრდელო წლის დასასრულისთვის მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე მომავალ მოსწავლეებს პირადად გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ საშინაო მეცადინეობებისთვის შექმნილი წიგნი-რვეულის პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სკოლაში წამსვლელ აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიებაზე გაიმართა.

საჩუქარი, რომელსაც აღსაზრდელები ბაღის დამთავრებისას იღებენ, პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნია, რომელიც, როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს ეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლასა და ანბანთან შეხვედრა ჰქვია.

ინოვაციური წიგნი, ბათუმში, საჩუქრად 3000-მდე სასკოლო ასაკის აღსაზრდელს გადაეცემა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203