ტნუსის საჯარო სკოლის სახელით მოსწავლეებმა ახლადგახსნილ სკვერში ხე დარგეს 
13-06-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩაატარეს.

დმანისის ახლადგახსნილი პარკის გამწვანების აქციის ფარგლებში, მოსწავლეებმა პარკში ტნუსის საჯარო სკოლის სახელით ხე დარგეს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა დასამახსოვრებელი და სიმბოლური იყო.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართულობა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203