როდიონოვკას საჯარო სკოლის 4-მა მოსწავლემ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ეტაპში მიიღო მონაწილეობა
07-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ განსაკუთრებული მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, კონკურსის პირველ ეტაპში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ალვარდ ჩალიკიანი;
  • გიორგი ღარაგოზიანი;
  • სერგეი ჰარუთიუნიანი;
  • ტათევიკ სლდოიანი.

მათ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

6 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203