პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო
05-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზო საზეიმოდ, ფერადი ბუშტებით გაფორმდა, განწყობა ამაღლებულმა მოსწავლეებმა, სკოლაში მიწვეულ ანიმატორებთან ერთად ბევრი იცეკვეს, იმღერეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სხვადსხვა მიმართულებით თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს და მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, პედაგოგი ოვსანნა ქეთციანი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203