ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დასუთავების აქცია გაიმართა
31-05-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. 

შედეგად, ამ მიმართულებით, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სკოლაში დასუთავების აქცია გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათი მიზანი გარემოს მოწესრიგება იყო. 

დასუფთავების აქციაში ჩართულებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია გულდასმით მოაწესრიგეს, აქტივობამ ძალიან დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, რაც ნათლად ჩანდა. 

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი ეზო, სუფთა, აყვავებული! დაე, ყოველდღე უკეთესი იყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203