ქისტაურის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის თანაორგანიზებითა და მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო კონფერენცია გაიმართა
25-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლების ჩართულობითა და ინიციატივით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა თუ პროექტი იმართება.

ამჯერად, ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრში - „ტექნოპარკში“ სკოლებს შორის მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია - „ბიომრავალფეროვნება და თანამედოვე ტექნოლოგიები“ - ბიოლოგია 2023, ჩატარდა

კონფერენცია ახმეტის N1,N2,N3, ქისტაურის და დუმასტურის საჯარო სკოლების ბიოლოგიის მასწავლებლების ორგანიზებით გაიმართა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენცია საკმაოდ მაღალ დონეზე განხორციელდა ინოვაციების ცენტრისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელობით.

მის მიმდინარეობაში ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათი საკონფერენციო თემები შემდეგი იყო: 

  • „წყალქვეშა სამყარო“ - ნინო მოსიაშვილი, მაიამ ბერიაშვილი;
  • „კახეთის დაცული ტერიტორიები“- ნათია ჯაღიაშვილი, მარიამ მანველიშვილი;
  • „აღმოსავლეთ აზიის ძუძუმწოვრები“ - ქეთევან ბუზალაძე.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ღადალაშვილი იყო. კონფერენცია ბიოლოგიის მასწავლებლებმა შეაჯამეს და თითოეულ მოსწავლეს სერტიფიკატები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203