პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა მათემატიკის შემეცნებითი და სახალისო ღია გაკვეთილი
22-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ლიანა ირიციანმა მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა. 

მათემატიკის მასწავლებელმა შემეცნებითი და სახალისო გაკვეთილი მე-6 კლასში ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებზე იმუშავეს, რომლის წყალობითაც ახალი მასალა მათთვის მეტად მარტივი ასათვისებელი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203