ლომატურცხის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა სახალისო გაკვეთილი - მეექვსეკლასელებმა გოზინაყი მოამზადეს
01-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - გოზინაყის მომზადებას შეეხებოდა.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კლასში აქტივობა გამართეს.

მეექვსეკლასელებმა, მასწავლებლის - გაიანე სალარცორციანის დახმარებით, საკლასო ოთახში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველად გემრიელი გოზინაყი დაამზადეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„გაკვეთილმა ძალიან გაახარა მოსწავლეები და კმაყოფილიც დარჩნენ მომზადებული ნუგბარით“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203