ლომატურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ და სომხურ კულინარიას გაეცნენ
27-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლაში, საინტერესო ქართული ენის გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - გაიანე სალარცორციანის ხელმძღვანელით, მე-5 კლასში გაიმართა. 

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ქართულ და სომხურ ტრადიციულ კერძებზე ისაუბრეს და ერთმანეთს შეადარეს ორივე ქვეყნის კულინარია და სუფრის ტრადიციები. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ასევე, საშინაო დავალებაზე იმუშავეს, რომელიც მეორე დღეს კლასის წინაშე წარადგინეს, მათ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს და პედაგიგოგის დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203