რომელი სახელმძღვანელოებით ისწავლიან 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში
03-07-2022
3 ივლისს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი სრულდება. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში - I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. ამასთან, დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.


გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 47 განაცხადი გაკეთდა. აქედან, IX კლასის საგნებში 5, ხოლო X კლასის საგნებში  – 42. წარდგენილი სახელმძღვანელოებიდან რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე გადავიდა 46 განაცხადი, რომელთაგან 30-მა გრიფი მიიღო.

გრიფირებული სახელმძღვანელოების სანახავად გადადით ბმულზე - grifireba.emis.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203