პროფესიული უნარების გამოცდასთან დაკავშირებით „ნაეკი“ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
29-06-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში.

გამოცდა 14 და 15 ივლისს ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვაც სარეგისტრაციო გვერდიდანაა შესაძლებელი.

საგამოცდო პროგრამა, ტესტურ დავალებათა ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები, ასევე დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: naec.ge
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203