ცვლილებებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინფორმაცია მიეწოდათ - დეტალები
23-06-2022

გრძელდება სამუშაო შეხვედრები პროფესიული დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების გადახედვის მიზნით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა 104 პირი. შეხვედრის ფარგლებში დაწესებულებებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და წარედგინათ პრეზენტაცია.

შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში და

შეხვედრის ბოლოს დამსწრე პირებს ეთხოვათ უკუკავშირის მოწოდება წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა მათი მოსაზრებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ცვლილებების პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203