მასწავლებლებმა გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომელთაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ  - დეტალებზე სამინისტრო საუბრობს
22-06-2022
X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება დაასრულა, ასევე დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევისას მნიშვნელოვანი და მთავარია საგნის/კლასის მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობა, რათა მასწავლებლებმა დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი და სასწავლო პროცესში გამოიყენონ ის სახელმძღვანელოები, რომელთაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

მასწავლებელთა არჩევანის მონიშვნა უნდა განხორციელდეს სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool).

20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის სასურველი ახალგრიფირებული სახელმძღვანელოები აირჩიონ.

იხილეთ: სკოლებს ახალი სახელმძღვანელოების შესარჩევად ვადა 4 ივლისამდე აქვთ

ახალი სახელმძღვანელოები საგნების მიხედვით 2022-2023 სასწავლო წლისთვის
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203