სკოლებში რუსული ენის სწავლება აიკრძალა - ახალი სასწავლო წლიდან უკრაინაში ზომები მკაცრდება
21-06-2022

ახალი სასწავლო წლიდან, უკრაინული ქალაქის - ნიკოლაევის სკოლებში იმოქმედებს აკრძალვა რუსული ენის გამოყენებაზე, - ამის შესახებ ქალაქის აღმსარულებელი კომიტეტის წევრმა, ეკატერინა სტოკოლიასმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.

„აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ხმა მისცეს ნიკოლაევის საჯარო სკოლებში რუსული ენის გამოყენების აკრძალვას. ახალი სასწავლო წლიდან არანაირი ფაკულტატივები, კურსები და რუსული ენის სწავლება აღარ იქნება“.

უნდა აღინიშნოს, რომ კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ივლისიდან ყველა საიტი უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო ენაზე და ეს ნორმა იმოქმედებს ყველგან, მათ შორის სოციალურ ქსელშიც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203