„ბუნება - ყველაზე დიდი ხელოვანია“ - დაბა თიანეთის N2 სკოლის მესამეკლასელთა ინტეგრირებული გაკვეთილი პარკში და სახალისო შემეცნებითი აქტივობები
07-05-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო დღეები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მესამეკლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც არაფორმალურ გარემოში წარიმართა. 

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „ბუნება - ყველაზე დიდი ხელოვანია“ თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკში ჩაუტარდათ.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მანანა ძებნიაური ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარკის მცენარეული საფარი, შეეცადნენ გამოეცნოთ და განესხვავებინათ ბუნებრივი და დეკორატიული მცენარეები, შექმნეს ფერწერული და გრაფიკული პეიზაჟები, პარკის დიზაინის შექმნის თაობაზე პარკის მებაღე-დეკორატორს მოუსმინეს.

ბოლოს კი ბევრი იხალისეს  - ითამაშეს სხვადასხვა თამაშები და კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობას დაეთმო ორი საგაკვეთილო საათი (ბუნება და ხელოვნება).

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203