მარაბდის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
07-05-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“  შიდასასკოლო ტური ჩატარდა. თამაში შემდეგ სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა:

  • მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები;
  • მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები;
  • მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.

კატეგორიების მიხედვით, ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს მონდომებით პასუხობდნენ. კითხვების თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად, მონაწილეებს მოეთხოვებოდათ გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ის გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203