საფეხურის ქულის კორექტირება სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის... - „ემისის“ განმარტება
22-06-2022
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს აფრთხილებს, რომ საფეხურის ქულის კორექტირება სავალდებულოა ყველა მოსწავლის შემთხვევაში, ვინც დაასრულა საბაზო ან საშუალო საფეხური, მათ შორის დონედაძლეული მოსწავლეებისთვის

როგორც სისტემა განმარტავს: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო არ იყო გასულ სასწავლო წლებში, მოსწავლეების საფეხურის გამოთვლა ხდება მხოლოდ იმ საგნების საშუალო არითმეტიკულით, რომელიც ასახულია სისტემაში. იმისათვის, რომ მოსწავლეების საფეხურის ქულის გამოანგარიშება მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, საჭიროა თითოეული მოსწავლის საფეხურის ქულის კორექტირება. საფეხურის შეფასების კორექტირების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ დანართის სახით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203