„ძალიან მოგვწონს „ეტალონი“ და ყოველთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობას“ - ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
07-10-2020

29 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

როგორ წარიმართა „ეტალონის“ შესარჩევი პირველი ტური ხარაგაულის სკოლებში, ამის გასარკვევად etaloni.ge რესურსცენტრის უფროსს, მერიის წარმომადგენელს, სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს დაუკავშირდა:

ხარაგაულის მერიის წარმომადგენელი თეა ბერიძე:

„როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალი იყო აქტივობა, სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ბავშვები და სხვათაშორის, თავიდან შიშობდნენ რომ არ ჩატარდებოდა. ძალიან გაიხარეს, რომ ჩატარდა შესარჩევი ტური. რამდენიმესთან მქონდა კონტაქტი. ჩემი გოგო და მისი მეგობრებიც მონაწილეობდნენ და ძალიან გაუხარდათ, რომ შედგა ეს ტური და დიდი მოთმინებით ელოდებიან მეორე ტურსაც. ვფიქრობ, გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი აქტივობა იყო წელს. პანდემიას არ უმოქმედია მოტივაციაზე, რადგან ძალიან ელოდებოდნენ ბავშვები. პირველმა ეტაპმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის“.

ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:

„ყველა სკოლამ მოახერხა, რომ მაქსიმალურად დაეცვა ყველა წესი და პირობა, რაც პანდემიის პირობებში უნდა გაითვალისწინონ სკოლებმა. ჩემპიონატი ჩატარდა ხარაგაულის ყველა მოქმედ სკოლაში და წარმატებებსაც მიაღწიეს ბავშვებმა. გვყავს ძალიან ბევრი მაღალქულიანიც, რომლებმაც გადალახეს პირველი ტური. ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, ენატრებათ ყველანაირი შეხვედრა, კონკურსი“.

ლეღვანის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკვაძე:

„წარმატებით ჩაიარა პირველმა ტურმა და ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. გვყავს გამარჯვებული მოსწავლეებიც - მე-11 კლასელები. ბევრი ბავშვები არ გვყავს, მაგრამ ვინც გვყავს, ყველამ გამოთქვა „ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი, ყველა კლასიდან ბევრი მსურველი იყო“.

ლეღვანის საჯარო სკოლის „ეტალონისპედაგოგი ირმა მიქაბერიძე:

„ძალიან საინტერესოდ ჩატარდა „ეტალონის“ პირველი ტური. მოსწავლეები მოტივაციით ჩაერთვნენ, ერთი კლასიდან თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. მეორე კლასიდანაც უმრავლესობა შეუერთდა შესარჩევ ტურს. მოსწავლეები ძალიან ინტერესით, მონდომებითა და სიამოვნებით შეხვდნენ ამ დღეს და ძალიან კარგად იაქტიურეს. გვყავს მაღალქულიანი ბავშვები, ორმა განსაკუთრებულად კარგი შედეგი აჩვენა და ველოდებით შემდგომ ეტაპს“.

ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი:

„ძალიან კარგად ჩაიარა შესარჩევმა ტურმა, კმაყოფილი იყვნენ ბავშვები, მოეწონათ. მათი ინტერესიდან გამომდინარე, მეც გვერდში დავუდექი. ორმა ბავშვმა გაიმარჯვა, ერთმა მიიღო 92 და მეორემ 68 ქულა. ველოდებით მეორე ტურს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ მაქსიმალურად ყველამ მიიღო მონაწილეობა“.

ვაშლევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო წიქარიშვილი:

„როგორც ყოველ წელს (მე რაც ამ პროექტში ვარ ჩართული მესამე წელია), ძალიან აქტიურად წარიმართა „ეტალონის“ ჩემპიონატის შესარჩევი ტური. დადებითად აფასებენ ბავშვები პროექტს და აქტიურად ვერთვებით მთელი სკოლა. ორი კლასი მონაწილეობდა ჩვენი სკოლიდან და ყველა მოსწავლე იყო ჩართული.

განსაკუთრებით აღფრთოვანებულები ვართ ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევრით, რომელიც მთელი გულისყურით იყო ჩართული ტესტირებაში და 92 ქულა მოიპოვა. ამ სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ჩემპიონატებიდან ის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა თავისი შედეგით. ყველა ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოსწავლეებს, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ძალიან მოგვწონს „ეტალონის“ ჩემპიონატი და ყოველთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე:

„აქტივობა კარგი იყო. მოსწავლეთა შედეგებით კმაყოფილი ვარ, თავადაც კმაყოფილები არიან. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩასართავად მათი მოტივაცია მაღალი იყო. ჩვენ მციირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და რეგულაციების დაცვით ჩატარდა ყველაფერი, დისტანცია საკმარისად გვქონდა დაცული. რადგან შედეგებიც კარგი იყო, მეორე ტურისთვის უფერო მობილიზებულები იქნებიან ბავშვები“.

ხუნევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანული ჩადუნელი:

„ძალიან კარგად ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ტურმა. ჩვენთან მოწადინებული ბავშვები არიან, აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია, საბაზო საფეხურისაა. მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს, განსაკუთრებით  მე-9 კლასი. განიცდიდნენ, რომ უფრო მეტი ქულა ვერ მიიღეს. ძალიან კარგი ჩემპიონატია, მე ძალიან მომწონს „ეტალონი“, ბავშვებს  უნდათ, რომ გახდნენ წარმატებულები. მათი მოტივაცია ძალიან მაღალი იყო“.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა თუ თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ხარაგაულის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203