2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გამოვლინდა
05-10-2020
2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გამოვლინდა. ჯილდო აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო გოგოხიამ მოიპოვა.

მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების სიაში იყვნენ: 

  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ჯილდოს კონკურსში, ოთხი წლის განმავლობაში, ჩართული იყო 500-ზე მეტი მასწავლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევი ჟიური დაკომპლექტებულია სფეროს წარმომადგენლებითა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სისტემის საშუალებით აფასებენ თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203