5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
05-10-2020
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შეიმუშავეს რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებაც მიიღო რეკომენდაციები. 

2015 წელს, მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა ამ დღის მთავარი დევიზი: „მასწავლებელთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება. მდგრადი საზოგადოების შექმნა“.

„ეტალონი“ ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203