მასწავლებლებს ხელფასი 150-ის ნაცვლად 100 ლარით და 2021 წლის იანვრიდან გაეზრდებათ
01-10-2020
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით იანვრიდან გაიზრდება.

„საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე. ყოველწლიურად გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.
 

მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია
100.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია:

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 9.3 მლნ ლარამდე;

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 18.2 მლნ ლარამდე;

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 885.0 მლნ ლარი;

განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა - 240.0 მლნ ლარი;

მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 26.3 მლნ ლარი;

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 23.6 მლნ ლარამდე;

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - 33.0 მლნ ლარი და სხვა;

პროფესიული განათლება - 52.5 მლნ ლარი;

უმაღლესი განათლება - 147.2 მლნ ლარი;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65.5 მლნ ლარი;

ინკლუზიური განათლება - 23.7 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 125.8 მლნ ლარი. მათ შორის:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე);

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 18.0 მლნ ლარი;

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი;

კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8.0 მლნ ლარი;

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პედაგოგებისთვის ხელფასი წლის ბოლომდე 150 ლარით უნდა გაზრდილიყო. როგორც მთავრობის მეთაური, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებდნენ, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა არსებული გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა და პედაგოგები დაპირებისამებრ მიიღებდნენ  გაზრდილ ანაზღაურებას. თუმცა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ პედაგოგებისთვის ხელფასი არა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, არამედ 2021 წლის 1 იანვრიდან 100 ლარით გაიზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაპირების მიხედვით, ხელფასი პედაგოგებს 150 ლარით უნდა მომატებოდათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203