მასწავლებლის მიერ დისტანციურად ჩატარებულ საათებს სამინისტრო დამატებით დააფინანსებს - დგებუაძე
26-09-2020
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან და დისტანციურად გააგრძელებინონ სწავლა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის პედაგოგების დამატებითი დატვირთვის შემთხვევაში მოხდება თუ არა მათი ანაზღაურების გაზრდა.

როგორც სკოლების უმრავლესობა აღნიშნავს, მათ არ აქვთ იმის ფინანსური სახსრები, რომ პედაგოგებს ანაზღაურება გაუზარდონ დამატებითი დატვირთვის შეთხევევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ გააკეთა. 

როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრო დააფინანსებს იმ ჩატარებულ საათებს, რომელსაც საჯარო სკოლის პედაგოგები ჩაატარებენ.

"იმის გამო რომ არსებობს შფოთვა, შიში მშობლების მხრიდან, რომ შვილები კიდევ უფრო მეტად დაიცვან, ვთავაზობთ ასეთ რაღაცას, რომ დიდი ქალაქებში, მივიდნენ სკოლაში, დაწერონ განცხადება ორშაბათიდან და თქვან: მე მინდა ჩემი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. 

დღეს შემიძლია ვთქვა და დავამშვიდო სკოლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ განათლების სამინისტრო დააფინანსებს იმ ჩატარებულ საათებს, რომელსაც ჩაატარებს მასწავლებელი. სკოლას შეუძლია სკოლის სივრცეში არსებული მასწავლბელით ანუ თავისი კლასის მასწავლებლებმა ჩაატარონ ეს დისტანციური გაკვეთილები. აქ არის საუბარი საჯარო სკოლებზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით და ვერ გადავიხდით კერძო სკოლებისთვის “, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

იხილეთ ასევე:მშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203