მასწავლებელთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტიდან 7 706 ჩაიჭრა - როგორია გამოცდის შედეგები?
25-09-2020

2020 წლის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 10 440 აპლიკანტი გავიდა, საიდანაც გამოცდა წარმატებით 2 734 აპლიკანტმა ჩააბარა. აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

„გამოცდებზე გამოვიდა10 440 აპლიკანტი. მათგან  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734 აპლიკანტმა გადალახა“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

რაც, იმას ნიშნავს, რომ ზღვარი 7706-მა აპლიკანტმა ვერ გადალახა.

2020 წლის სერტიფიცირების გამოცდაზე 11 908 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, რომელთა შორის მაძიებელი და მასწავლებლობის მსურველები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია სექტემბრის ბოლოსთვის უნდა გამოცხადდეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203