2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური აღარ ჩატარდება - როგორ შეირჩევიან საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეები?
21-09-2020

2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური აღარ ჩატარდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც მესამე საბოლოო ტური აღარ ჩატარდება. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად კი მოსწავლეები მეორე ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ გასული სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარება რამდენჯერმე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადაიდო.

ამასთან, უკვე დაიწყო 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიმღებთან რეგისტრაცია, რომელიც 24 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეგისტრაციის ვადები ცნობილია - იხილეთ პროცედურები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203