„​ნაეკი“​ მაძიებელ მასწავლებლებს პასუხობს, შეძლებენ თუ არა შემოდგომის გამოცდაზე გასვლას
17-09-2020

მაძიებელ პედაგოგებს შემოდგომის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცემათ. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთ-ერთი მაძიებლისთვის მიწერილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა. საჯაროდ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ შემოდგომაზე გამოცდა მხოლოდ პრაქტიკოსებისთვის ჩატარდება.  

მაძიებელმა მასწავლებლებმა ცოტა ხნის წინ პეტიცია შეადგინეს მოთხოვნით, მასწავლებელთა გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ჩატარდება, დაშვებულიყვნენ. მაძიებლებმა მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აღნიშნული თხოვნით, რაზეც „ნაეკმა“ პასუხი ოფიციალური წერილით დაუბრუნა. 

იქამდე კი, Etaloni.ge-მ სცადა მასწავლებლის სახლში გაერკვია, მიეცემოდათ თუ არა გამოცდაზე გასვლის შანსი მაძიებლებსაც, სადაც გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და თუ რაიმე ცვლილება იქნება, განცხადებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ან განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გააკეთებს.

იხილეთ ფოტო, სადაც ჩანს, რას პასუხობს გამოცდების ცენტრი მაძიებელ მასწავლებელს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203