სკოლებს მაძიებლის სტატუსის წარსადგენად ვადები განესაზღვრათ - ვის ეხება ახალი ბრძანება?
14-09-2020

სკოლების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადები განისაზღვრა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

სკოლებმა წინადადებები უნდა წარადგინონ მხოლოდ შემდეგ მასწავლებლობის მაძიებლებზე:

ა) მასწავლებლობის მაძიებლები, რომელთა ელექტრონული საქაღალდეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უკვე შეფასებულია დადებითად და ამის შესახებ წერილობით ეცნობა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 3 ივნისიდან 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში და რომლებმაც 2020 წელს ჩააბარეს საგნის გამოცდა.

ბ) მასწავლებლობის მაძიებლები, რომელთა ელექტრონული საქაღალდეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უკვე შეფასებულია დადებითად და ამის შესახებ წერილობით ეცნობა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 3 ივნისიდან 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში და აღნიშნული პირების წინადადების წარდგენის ვერ მოხერხდა ტექნიკური ხარვეზის გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203