სწავლა ხელვაჩაურის სკოლებშიც დისტანციურად დაიწყება
12-09-2020

აჭარის რეგიონში, ქობულეთისა და ბათუმის გარდა, 15 სექტემბრიდან სკოლებში სწავლა ხელვაჩაურშიც დისტანციურად დაიწყება - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მაღალმთიან აჭარაში კი მოსწავლეები 15 სექტემბერს სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებენ.

„მომატებული რისკების ფონზე, ყველა მიმართულებით გავამკაცრეთ კონტროლი. ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სკოლების გადავადებასთან დაკავშირებით, ქობულეთს და ბათუმს დაემატება ხელვაჩაური და იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში პირველი ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე ამ სამ მუნიციპალიტეტში სწავლა დისტანციურად მოხდება. მაღალმთიან აჭარაში მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას 15 სექტემბრიდან შეძლებენ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს განახლდება ასევე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში.

იხილეთ ასევე: სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება - დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203