2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და  საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოქვეყნდა
28-02-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.

ცენტრი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომელთა ცოდნაც აბიტურიენტებს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას მოეთხოვებათ  – იხილეთ ბმული

რაც შეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტი სამ ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება; ლოგიკური მსჯელობა; რაოდენობრივი მსჯელობა.

ტესტში 42 დავალებაა და ყოველი დავალების პირობას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.

თითო სწორ პასუხზე 1 ქულა იწერება; თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული 0 ქულა; არასწორი პასუხისათვის აკლდება 0,2 ქულა (-0.2 ქულა).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203