საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია - შეფასება 140 აპლიკანტს შეეცვალა
03-09-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები ცნობილია.

შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ცენტრის ცნობით, აპელაციის შედეგად შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა.

„წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად  12 000-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა. გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 140 კანდიდატს შეეცვალა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203