მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჩივრებით შეფასება 985 ნაშრომის შემთხვევაში შეიცვალა
03-09-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გასწორებული 38 000 ნაშრომიდან  სულ 2400 ნაშრომი გასაჩივრდა.

დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდებზე - 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგები ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203