რომელ უნივერსიტეტებში ფინანსდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა?! - ჩამონათვალი
23-08-2019

2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალაავრო-სამაგიტრო პროგრამაც შედის.

etaloni.ge გთავაზობთ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
შეგახსენებთ, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) პროგრამა  5-წლიანია.  პროგრამის დასრულების შემდეგ კი გაიცემა მაგისტრის დიპლომი და პირს უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაცია ენიჭება.

იხილეთ ასევე:
​2019-2020 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203