აპელაციის შედეგად 3000 აბიტურიენტიდან შეფასება 648-ს შეეცვალა
23-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები. შედეგების სანახავად იხილეთ ბმული.

წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 3 000-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა. სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება 648 აბიტურიენტს შეეცვალა.

„შეფასების შეცვლა გულისხმობს როგორც ქულის მომატებას ასევე ქულის დაკლებას. საბედნიეროდ ქულის მომატების შემთხვევები უფრო მეტი იყო. ჯამში, აპელაციების რაოდენობა მთლიანი ნაშრომების 2%-ზე მეტს არ შეადგენს“,-განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.

ასევე იხილეთ: აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლის ვადა გაუხანგრძლივდათ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203