ყველაფერი, რაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე უნდა იცოდეთ
15-08-2019

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგები ყველა საგანში ცნობილია, პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები კი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მოსახვედრად ემზადებიან.

რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიანი პროგრამა? ვის აქვს უფლება გაიაროს აღნიშნული პროგრამა? რა შეიძლება იყოს პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი? - ამ და სხვა კითხვებზე etaloni.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციას გთავაზობთ:

რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს დარგობრივ მახასიათებლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა? 

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;                                                    
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

როდის ცხადდება აპლიკანტთა მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ და მიღების ვადები დგინდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

60-კრედიატიანი პროგრამის დასრულების შემდეგ რა სახის დოკუმენტს იღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

ფინანსდება თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

სად მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია 60-კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა?

ინფორმაციას საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების  შესახებ, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება განთავსდება ცენტრის ვებ გვერდზე (www.eqe.ge).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203