2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია 21 აგვისტოს დასრულდება - პროცედურები
17-08-2019

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 21 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

  • მობილობის მსურველმა ელექტრონულ პორტალზე - www.students.emis.ge უნდა გაიაროს რეგისტრაცია;
  • შემდეგ უნდა გააკეთოს ელექტრონული განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება [უსდ], პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად, აღნიშნულის შემდეგ მან უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი)  საქართველოს ბანკში;
  • ასევე  გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
  • ამასთან, მობილობის მსურველი აუცილებლად უნდა გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

აღსანიშნავია, რომ მობილობის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება სტუდენტი, რომლის ოჯახიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარდგენის ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 18 ივლისიდან წლის 25 ივლისის ჩათვლით პერიოდი. 
  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადად კი - 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203