თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი ერთნაირ საკონკურსო ქულას დააგროვებს ერთსა და იმავე პროგრამაზე, ვის მიენიჭება უპირატესობა?! - დეტალები
03-08-2019

საგანთა პრიორიტეტული სიის ცვლილება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი საგანთა პრიორიტეტული სია და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა მისი შედგენისას - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს etaloni.ge გთავაზობთ:

თუ აბიტურიენტს ჩამონათვალში 6 უნივერსიტეტი უწერია, ხოლო გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით, ის პირველივე პროგრამაზე მოხვდა და ეს ქულები ჩასარიცხად ჰყოფნის მეოთხე პროგრამაზეც, ჩაირიცხება პირველ პროგრამაზე და არა მეოთხეზე, რადგან მან პირველის მოთხოვნები დააკმაყოფილა.

საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე.

მაგალითად, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის 20 ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.

გახსოვდეთ, რომ აბიტურიენტებისთვის არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203